როცა ბავშვებს გავაცანით პროექტი “ხაჭაპური”, ბევრმა მათგანმა გამოთქვა მასში მონაწილეობის სურვილი . ბავშვები გავანაწილეთ ჯგუფებში და მივეცით კონკრეტული დავალებები
Vკლასის გუნდმა ჩაატარა გამოკითხვა ,აიღო ინტერვიუ უფროსი ასაკის რესპოდენტებისაგან .
VIII კლასის გუნდმა გამოიკვლია ხაჭაპურის წარმოშობის ისტორია ,მისი მომზადების,დაჭრის,და მირთმევის თავისებურებები. Xკლასის გუნდმა გამოიკვლია საქართველოს რომელ კუთხეში როგორი ხაჭაპური ცხვება ,რა ტრადიციები ახლავს მის დამზადებას. XI კლასის გუნდმა ჩაატარა კვლევა ჩვენს სოფელში თუ როგორი ტრადიციებია ხაჭაპურთან დაკავშირებით .
2009 წლის 20 იანვარს ჩავატარეთ პროექტის პრეზენტაცია ,სადაც თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა თავისი კვლევის შედეგი და გამომცხვარი ხაჭაპური, ხოლო V კლასის გუნდმა
იქვე გამოაცხო იმერული ხაჭაპური. გუნდებმა მათემატიკურად გამოიკვლიეს ხაჭაპურის
ზომა, ფორმა, შეადარეს გეომეტრიულ ფიგურებს, გამოთვალეს წარმოდგენილი ხაჭაპურების
ფართობები. ამოხსნეს ამოცანები. პრეზენტაციას უფრო სასიამოვნო და მხი-
არული ელფერი რომ ჰქონოდა მოვაწყეთ მხიარული შეჯიბრებები.
ტრადიციული,ყველასთვის ცნობილი რეცეპტების გარდა ბავშვებმა მოიძიეს და ჩაიწერეს
ხაჭაპურის ისეთი რეცეპტები, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი გურმანებისთვისაც კი
გთავაზობთ ამ რეცეპტებს
თონის ხაჭაპური: ამ ხაჭაპურში უჩვეულო მხოლოდ გამოცხობის წესია : ჩვეულებრივ პურის ცომს აბრტყელებენ მრგვლად გულში უდებენ ოდნავ მარილიან ყველს (რომ ცხობისას არ გამოვიდეს) მოუკრავენ თავს და ფქვილიანი ხელით აკრავენ საშუალო სიმხურვალის თონეში, როცა მოიბრაწება ,ფრთხილად ამოაქვთ თონიდან და ზემოდან უსმევენ ერბოს ან კარაქს . მიირთმევენ შეგრილებულს .
სამარხვო ხაჭაპური: ჩვეულებრივი, გაღვივებული ცომი ამოვაგუნდაოთ, ხუთი წუთის შემდეგ გავაბრტყელოთ მრგვლად, ჩავდოთ შიგ გული და გამოვაცხოთ მრგვალ ტაფაზე,რომელშიც ასხია ადუღებული ზეთი.
გული: მოვხარშოთ 2კგ გაფცქვნილი, გარეცხილი და დაჭრილი კარტოფილი(წყალი ცოტა
შეუყენოთ) ჩავზილოთ როგორც პიურე დაუმატოთ 200გრ სამარხვო მაიონეზი, 100გრ სამარხვო კარაქი და მარილი გემოვნებით.
სახელდახელო ხაჭაპური: 1 ჭიქა ფქვილი, 1ჭიქა წყალი და 1ჭიქა გახეხილი ყველი ავურიოთ კარგად და გავაბრტყელოთ ცხიმიან ტაფაზე შევდოთ გახურებულ აირღუმელში და ვაცხოთ საშუალო ცეცხლზე . მიირთმევენ თბილს.
вторник, 31 марта 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)